სამოდელო გაკვეთილები


,,შებრუნებული საკლასო ოთახი''   სამოდელო გაკვეთილი.

გაკვეთილის თემა
ამინდი და წელიწადის დროები.
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, II კლასი
საგანი
ბუნება
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე,
მათ შორის არცერთი არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
    დაკვირვებიდან ანალიზის გაკეთება.
 მოსწავლეებმა შეძლონ სეზონის მიხედვით
წელიწადის დროების გარჩევა-განსხვავება;
მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების აღქმა.
             პირად გამოცდილებასთან დაკავშირება;                  
               კონკრეტული  ემოციებ გამოხატვა.                   

შედეგები და ინდიკატორები
ბუნ.1.5. მოსწავლე ახასიათებს დღე-ღამის მონაცვლეობასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
           ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
           გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს.
           ტექსტზე დაყრდნობით ახდენს ანალიზს .
           გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, სიყვარულს ბუნებისადმი. (მომწონს / არ მომწონს, რატომ, რისთვის და ა.შ.);
           ილუსტრაციებზე დაყრდნობით  ასახელებს შესაბამისი თემატიკის  საბავშვო  მოთხრობებს. იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს
           აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
           გამოხატავს ილუსტრაციეზე დაკვირვების შედეგად აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა,  მომეწონა და ა. შ.);
           მონაწილეობს მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
           ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
ბუნ.1.7.მოსწავლე ახასიათებს სეზონურ მოვლენებს.
  შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ადარებს სეზონებს ერთმანეთს,საუბრობს მათ განსხვავებულ ნიშნებზე.გამოხატავს
საკუთარ აზრს სეზონურ ცვლილებებზე.
 . მოსწავლეს შეუძლია ელექტრონულ წიგნში  ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
        
           მოიძიებს მისთვის საინტერესო ინფორმაციულ ნაწილს.
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილის ხანგრძლივობაა - 45 წუთი
A ფაზა - 5 წუთი
        საორგანიზაციო მომენტი
        შეფასების რუბრიკების გაცნობა

B ფაზა  - 8 წუთი
      კორნელის ცხრილის ანალიზი

C ფაზა - 32 წუთი

მრავალფეროვანი აქტივობები - 29 წუთი

მუშაობა ჯგუფებში: წინარე ცოდნის გამოყენება. ელექტრონული წიგნის გამოყენება.(საშინაო დავალება წინა დღით გადაეცათ)


აქტივობა 1.“რა კარგია!რატომ?  
      (დაფიქრდი, გაუზიარე)                           
კითხვა-პასუხი:
ელექტრონული წიგნის შესახებ შთაბეჭდილებების წარმოთქმა.
1.რა იყო თქვენთვის სახალისო და საინტერესო?
2.ვის რა პასუხი გაქვთ კითხვაზე რატომ?
3.ვისთვის წელიწადის რომელი დროა საყვარელი?

აქტივობა 2   ვიდეოს ჩვენება.
„გამოიცანი რაზეა“-ვიდეოს ნახვამდე მოსწავლეებს
დავანახვებ მოსასმენი ტექსტის ფორმალურ ნიშნებს:“მზეს“,ზამთრის სურათს“,ქარიშხალს ტყეში“და დავავალებ ვარაუდების წარმოთქმას.
აქტივობის მიზანი:
1.განუვითარებს დაკვირვებისა და გარჩევის უნარს.
2.ტექსტის ფორმალურ მხარეზე დაყრდნობით წინასწარ განსაზღვრას ინფორმაციის ტიპს,რომელსაც ეს ტექსტი შეიცავს.


აქტივობა 3  
მზეს სიცილი უხარია”- ერთი სიტყვით გამოხატვა.(კუთხის გამოფენა)
კითხვაზე პასუხი:მზე რომ არ იყოს, რა მოხდებოდა?
 ჩანაწერების გამოფენა, პრეზენტაცია.                                                                    

აქტივობა  -4                                                                             -
 .ვიდეო გაკვეთილის ჩვენება, მოსმენა.
კითხვაზე პასუხი:
როდის არის დღე გრძელი და ღამე მოკლე?
როგორ წარმოიქმნება წვიმა?
როგორი ამინდი შეიძლება იყოს?

აქტივობა 4.   „გუშინწინ ,“გუშინ“, „დღეს“
ჯგუფებში ამინდის აღწერის ცხრილის შევსება.მეოთხე ჯგუფის მიერ ინტერნეტის amindi.ge გამოყენებით  კვირის ამინდზე ინფორმაციის მოძიება.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ გაგონილის აღქმა. მიწოდებული ინფორმაციის საკუთარ მაგალითებზე გამოყენება. დაკვირვების უნარის განვითარება.ინფორმაციის მოძიებით მეტის გაგების უნარის განვითარება.

აქტივობა 5 პრეზენტაცია „ჩემი საყვარელი ამინდი“
ცოდნის შეჯამება კითხვებით.

საშინაო დავალება-„ჩვენ ვაგრძელებთ ამინდზე დაკვირვებას.“
კვირის დღეების მიხედვით ჩანაწერების გაკეთება, გამოფენისთვის მზადება.

შეფასება.   1.მოსწავლეთა თვითშეფასება.
                    2.მასწავლებლის შეფასება.
                      კომენტარები,  სტიკერები







ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ










Комментариев нет:

Отправить комментарий